„ძალიან პატარა, ღია ეკონომიკა ვართ იმისათვის, რომ განვსაზღვროთ თუნდაც ლარის კურსი, შესაბამისად, საგარეო შოკები დიდ გავლენას ახდნენ ჩვენს ეკონომიკაზე“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნინო ვახვახიშვილი ლარის კურსის დაწევასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ერთის მხრივ, დოლარის გამყარებამ ყველა კურსის მიმართ, რაც ნაწილობრივ აისახა ლარის გაუფასურებაზე და მეორეს მხრივ იმ პანიკამ, რომელიც ბაზარზეა რუბლის, ევროს და ლირას გაუფასურებით გარკვეული მოლოდინქბი შექმნა
„დაიწყეს გადახურდავება, ანუ დოლარის ყიდვა. შესაბამისად, ძირითადად, ლარის კურსის დაწევა საბაზრო მოლოდინებით უფროა განპირობებული და არა იმ ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორებით, რაც კურსს განაპირობებს“, - აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის აქვს გარკვეული როლი.
„გასათვალისწინებელია, რომ კაპიტალის ბაზრების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია იმ სეზონურობის მოსახსნელად, რაც ლარის კურსის ცვალებადობას ახახიათებს“, - განაცხადა ნინო ვახვახიშვილმა.