logo_geo
eng_logo
ნინო გვენეტაძე: მამუკა ახვლედიანს აქვს გასაჩივრების უფლება
- +

23 თებერვალი. 2016. 22:38


  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით მას მამუკა ახვლედიანის მიმართ კრიტიკა და შენიშვნები ადრეც მოუსმენია.



გვენეტაძემ აღნიშნა, რომ პრობლემები, რომლებზეც მოსამართლეებმა ისაუბრეს, მამუკა ახვლედიანის განცხადებებით არ დაწყებულა და როდესაც იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა, მოსამართლეებთან შეხვედრების დროს აღნიშნული პრობლემების შესახებ ღებულობდა ინფორმაციებს.


"რამდენად ეფექტურად ხდებოდა ამ პრობლემების აღმოფხვრა, ეს მეორე საკითხია, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მქონდა როგორც მე, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს", - განაცხადა გვენეტაძემ.


"მამუკა ახვლედიანის განცხადებები ყურადსაღები იყო ჩვენთვის და ამ პირობებში მოგვიხდა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება. მას აქვს გასაჩივრების უფლება", - განაცხადა გვენეტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner