logo_geo
eng_logo
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად საშუალოდ 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება
- +

10 მაისი. 2016. 16:22


შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ყოველწლიურად საშუალოდ 550-დან 600-მდე ადამიანი იღუპება.



მისი თქმით, საქართველოში 3 700 000 მოქალაქეზე დაახლოებით 1 200 000 ავტომობილია რეგისტრირებული. სიკვდილიანობის შემთხვევები ყოველწიურად დაახლოებით 550-დან 600-მდე ადამიანს შეადგენს. შალვა ხუციშვილის განცხადებით, ეს ერთ-ერთი ცუდი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპაში.



სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან ეს არის სამინისტროს ერთ-ერთი პასუხისმგებლობის სფერო. საკმაოდ დიდი კამპანიაა დაწყებულიშენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისათვის". მათ შორის სამინისტროს მიერ საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კანონპორექტების ინიცირებაც მოხდა.

ვახორციელებთ რამდენიმე პროექტს. ერთ-ერთი არის სკოლებში განათლების კომპონენტის გაძლიერება ბავშვებისათვის. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, მეხანძრეებსა და 112-ის წარმომადგენლებს გასვლითი ლექციები ექნებათ სკოლებში", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 


მისივე თქმით, წელს ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში 30-მდე სკოლაში განხორციელდება, შემდეგ კი მთელ საქართველოში მოხდება მისი განვრცობა.



შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი სასტუმრო „რუმსში" გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner