logo_geo
eng_logo
ჭიათურაში, კასტრულ მღვიმეში სტალაქტიდები დააზიანეს
- +

10 აგვისტო. 2018. 23:06

 

ჭიათურაში, კასტრულ მღვიმეში, სტალაქტიდები დააზიანეს. აღნიშნული მღვიმე არ არის დაცული და ის ჯერჯერობით მხოლოდ კვლევის პროცესშია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გეომორფოლოგიის სპეციალისტმა და მკვლევარმა გიორგი დვალიშვილმა განუცხადა, ჭიათურის მღვიმეში ნაღვენთებისგან წარმოქმნილი უნიკალური მასალებია.

 

„ზუსტად არ ვიცით ვინ დააზიანა, მღვიმე კვლევის პროცესშია და იქ მხოლოდ მკვლევარები ჩადიან. ამ მღვიმით დაინტერესებულები არიან უცხოელი სპელეოლოგები“, - აღნიშნა გიორგი დვალიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner