„აბაშის რაიონის სოფლებში, წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო და არც ერთ მოქალაქს საფრთხე არ ემუქრება“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათვე ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.
„პრევენციის მიზნით, სოფლებში - წყემსა და ზანათში რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.