logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; წყემსსა და ზანათში არც ერთ მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება
- +

10 აგვისტო. 2018. 23:11

 

„აბაშის რაიონის სოფლებში, წყემსსა და ზანათში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო და არც ერთ მოქალაქს საფრთხე არ ემუქრება“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

მათვე ცნობით, გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

 

„პრევენციის მიზნით, სოფლებში - წყემსა და ზანათში რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner