logo_geo
eng_logo
მდინარე ჭალადიდის დამბაზე წყლის დონემ დაიკლო და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ
- +

11 აგვისტო. 2018. 00:52

 

 

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე ჭალადიდის დამბაზე წყლის დონემ დაიკლო და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ. უწყების განმარტებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები აწარმოებენ მდინარე ჭალადიდის კალაპოტსა და მიმდებარედ არსებულ დამბაში, წყლის დონის უწყვეტ მონიტორინგს.

 

„რისკის ზონებში მობილიზებულია და მუდმივ მზადყოფნაშია სახანძრო-სამაშველო ძალები, რათა სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მყისიერად მოხდეს სათანადო ღონისძიებების გატარება. სამეგრელო-ზემო სვანეთის მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე იმყოფება იმერეთის რეგიონისა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების 80 მეხანძრე-მაშველი.

 

სტიქიის ზონაში იმყოფებიან შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. წარმომადგენლები აწარმოებენ მდინარე ჭალადიდის კალაპოტსა და მიმდებარედ არსებულ დამბაში, წყლის დონის უწყვეტ მონიტორინგს.

 

რისკის ზონებში მობილიზებულია და მუდმივ მზადყოფნაშია სახანძრო-სამაშველო ძალები, რათა სიტუაციის გართულების შემთხვევაში, მყისიერად მოხდეს სათანადო ღონისძიებების გატარება. სამეგრელო-ზემო სვანეთის მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე იმყოფება იმერეთის რეგიონისა და თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების 80 მეხანძრე-მაშველი.

 

სტიქიის ზონაში იმყოფებიან შსს-ს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner