კარელიაში ხანძარმა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია გაანადგურა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მე-18 საუკუნის ნაგებობა რუსეთის ჩრდილოეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხის ეკლესიად იყო მიჩნეული. 42 მეტრის სიმაღლის ეკლესია მთლიანად არის დამწვარი.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი სალოცავში ტურისტების გაუფრთხილებლობის გამო გაჩნდა.