logo_geo
eng_logo
რუსეთში ხანძარმა მე-18 საუკუნის ეკლესია გაანადგურა
- +

11 აგვისტო. 2018. 02:36

 

კარელიაში ხანძარმა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია გაანადგურა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

მე-18 საუკუნის ნაგებობა რუსეთის ჩრდილოეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხის ეკლესიად იყო მიჩნეული. 42 მეტრის სიმაღლის ეკლესია მთლიანად არის დამწვარი.

 

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი სალოცავში ტურისტების გაუფრთხილებლობის გამო გაჩნდა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner