logo_geo
eng_logo
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემიდან ათამდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა
- +

11 აგვისტო. 2018. 10:25

 

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემიდან ათამდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა. ადიდებულმა მდინარე აბაშამ ჯებირები გაარღვია და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.

 

მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადმოსაყვანად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ხოლო დაბინავებაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ იზრუნა.

 

წყემში არსებულ ვითარებას ადგილზე გაeცნენ რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ილია ბეგიაშვილი და გრიგოლ კაცია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გუბერნატორის მოადგილე და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები.

 

აბაშაში სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება, პარალელურად კი ზარალის დამთვლელი კომისია იმუშავებს. ძლიერმა წვიმამ პრობლემები აბაშასთან ერთად, მარტვილის, სენაკის, ხობის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს შეუქმნა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner