კვარიათში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზარალებული ნარაკიძეების ოჯახი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე დღეს იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელიც დაზარალებულებს შეხვდა.
ამასთან, ვითარებას სწავლობენ გეოლოგები და სწორედ მათი დასკვნის შემდეგ გადაწყდება, შესაძლებელი იქნება თუ არა მეწყერის შედეგად დაზიანებულ სახლში ცხოვრება.
გუშინ, ძლიერი წვიმის დროს ბათუმში მეწყერი სამ საცხოვრებელთან ჩამოწვა.