logo_geo
eng_logo
შსს-მ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

11 აგვისტო. 2018. 15:22

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ.

 

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ. მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე. ც. და ა. პ., ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე. ც-ს ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ. მ. და 1983 წელს დაბადებული ს. პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ. მ.-ს შორის,  მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ. მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა  პ. მ-ს და ს. პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გ. მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner