საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ტობავარჩხილის გზაზე ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეები უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.
„ორი მოქალაქე მდ. ჯალარას ადიდების გამო მეორე ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
ტურისტები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.