logo_geo
eng_logo
ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირზე მოზარდების 6-კაციანი ჯგუფია დარჩენილი
- +

11 აგვისტო. 2018. 17:40

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე გურგენიანის ჩანჩქერთან, მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირზე დარჩენილია მოზარდების 6-კაციანი ჯგუფი.

 

„ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე გურგენიანის ჩანჩქერთან, მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირზე დარჩენილია მოზარდების 6-კაციანი ჯგუფი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რათა მოხდეს მოზარდების დროული გადმოყვანა უსაფრთხო ადგილზე“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner