საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე გურგენიანის ჩანჩქერთან, მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირზე დარჩენილია მოზარდების 6-კაციანი ჯგუფი.
„ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე გურგენიანის ჩანჩქერთან, მდინარის ადიდების გამო მეორე ნაპირზე დარჩენილია მოზარდების 6-კაციანი ჯგუფი. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, რათა მოხდეს მოზარდების დროული გადმოყვანა უსაფრთხო ადგილზე“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.