logo_geo
eng_logo
24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „Black Sea Arena“-ზე სოლო კონცერტს გამართავს
- +

11 აგვისტო. 2018. 18:50

 

24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „Black Sea Arena“-ზე სოლო კონცერტს გამართავს.

„Check in Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილი კონცერტი ჯგუფის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

 

„ამ კონცერტზე შესრულდება ის სიმღერები, რომლებიც ყველამ იცის და 10 ახალი კომპოზიცია, რომლებიც შემდეგ ალბომის სახით გამოიცემა. მესამე თვეა, გვაქვს ყოველდღიური რეპეტიციები. არ ვზოგავთ თავს, რადგან ვიცით, რომ იქ უამრავი ხალხი მოვა“, - განაცხადა დათო ხუჯაძემ.

 

24 აგვისტოს, „სახის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner