logo_geo
eng_logo
ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერთან დაკარგულების სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია
- +

11 აგვისტო. 2018. 19:49

 

„ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერთან დაკარგული სამი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, 16, 18 და 19 წლის ბიჭები შემოვლითი გზით ლაგოდეხის სოფელ ხიზაში, მაშველების დახმარების გარეშე დაბრუნდნენ.

 

ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში სამძებრო სამუშაოებს ყველა ტურისტულ მარშუტზე აწარმოებდნენ.

 

ახალგაზრდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner