„ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, გურგენიანის ჩანჩქერთან დაკარგული სამი ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 16, 18 და 19 წლის ბიჭები შემოვლითი გზით ლაგოდეხის სოფელ ხიზაში, მაშველების დახმარების გარეშე დაბრუნდნენ.
ადგილზე მობილიზებული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში სამძებრო სამუშაოებს ყველა ტურისტულ მარშუტზე აწარმოებდნენ.
ახალგაზრდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.