ლაგოდეხის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ამის მიზეზი მუნიციპალიტეტში ადიდებული ხევებია.
როგორც პირველ არხს მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, ადიდდა შრომის ხევი, ლაგოდეხის ხევი და ნინოს ხევი.
„იმ შემთხვევაში, თუ კალაპოტებში წყლის დონე მოიმატებს, მობილიზებული გვყავს შესაბამისი ტექნიკა, რომლიც მთელი საღამოა კალაპოტის ნაპირგამაგრებით სამუშაოებს ასრულებს. ჩვენი სამსახურები საგანგებო რეჟიმზე ვართ გადასული და ყველა შემთხვევაში მოვახდენთ მყისიერ რეაგირებას“, – განაცხადა ლაგოდეხის მერმა.