logo_geo
eng_logo
მარია გაიდარმა ოდესის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა დატოვა
- +

10 მაისი. 2016. 16:31


ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ მარია გაიდარის პრესმდივანმა ვიქტორია სიბირმა სააგენტო „უნიანს" განუცხადა, რომ მარია გაიდარმა თანამდებობა დატოვა.


მისი განცხადებით, თანამდებობის დატოვების მიზეზი 1 მაისიდან სახელმწიფო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედება გახდა.



დღევანდელი დღიდან მარია გაიდარი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შტატგარეშე მრჩეველია და მისი მოადგილის მოვალეობებს აღარ ასრულებს", - განაცხადა ვიქტორია სიბირმა.



დღეს ოდესის საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მარია გაიდარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner