ოდესის ოლქის გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ მარია გაიდარის პრესმდივანმა ვიქტორია სიბირმა სააგენტო „უნიანს" განუცხადა, რომ მარია გაიდარმა თანამდებობა დატოვა.
მისი განცხადებით, თანამდებობის დატოვების მიზეზი 1 მაისიდან სახელმწიფო სამსახურის შესახებ ახალი კანონის ამოქმედება გახდა.
„დღევანდელი დღიდან მარია გაიდარი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შტატგარეშე მრჩეველია და მისი მოადგილის მოვალეობებს აღარ ასრულებს", - განაცხადა ვიქტორია სიბირმა.
დღეს ოდესის საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მარია გაიდარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა.