logo_geo
eng_logo
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის კაცი მოკლეს
- +

11 აგვისტო. 2018. 23:59

 

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის კაცი მოკლეს. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

 

კაცს ხუთი ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. ის ადგილზე დაიღუპა.

 

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, გასროლამდე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. მათივე ინფორმაციით, 42 წლის კაცს სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა.

 

ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner