logo_geo
eng_logo
დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა
- +

12 აგვისტო. 2018. 01:36

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საქმე სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

სამინისტროში ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.

 

ვერსიებზე უწყებაში არ საუბრობენ. დამატებით დეტალებს საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.

 

დოლიძის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე გამომძიებლები ამ დრომდე მუშაობენ.

 

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე ტყვია მას შემდეგ ესროლეს, რაც საცხოვრებელ სახლთან, ავტომობილიდან გადმოვიდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner