logo_geo
eng_logo
რუსეთის თავდაცვის მინისტრი - ძალის პოზიციიდან საუბარს რუსეთი ვერ შეეგუება
- +

12 აგვისტო. 2018. 11:21

 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ძალის პოზიციიდან საუბარს რუსეთი ვერ შეეგუება.

 

სერგეი შოიგუმ კომენტარი გააკეთა გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი კურსია საჭირო.

 

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გერმანელ კოლეგას ისტორიის გამეორებისკენ მოუწოდა.

 

„ჰკითხეთ თქვენ ბაბუებს, რას ნიშნავს რუსეთთან ძალის პოზიციიდან საუბარი”, – თქვა შოიგუმ.

 

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ღიაა ნებისმიერი კონტაქტისთვის და თანასწორუფლებიანი თანაშრომლობისთვის.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner