logo_geo
eng_logo
იტალიაში ტერაქტებში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს
- +

10 მაისი. 2016. 16:32


„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის პოლიციამ ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ორი ავღანელი დააკავა, რომლებიც რომსა და ლონდონში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

დაკავებულები 23 წლის ჰაკიმ ნასრი და 29 წლის გულისტან აჰმაძაი არიან. ერთი მაგთანი ქალაქ ბარიში ცხოვრობს, ხოლო მეორე - ლტოლვილების ცენტრში.

ორივე დაკავებული ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში არის ეჭვმიტანილი.



დაკავებულთა მობილურ ტელეფონებში ბარის, რომისა და ლონდონის სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების და სხვადასხვა რაიონის ფოტოები იყო აღმოჩენილი.



ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ფოტოები ამ ქალაქებში თავდასხმების მომზადებას ადასტურებს.


იტალიის პოლიციის ცნობით, გამოძიება გრძელდება და სხვა პირთა დაკავებაც არის მოსალოდნელი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner