„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში, გიორგაძის ქუჩის ბოლოს არსებული ხიდი აღადგინა. მისი სიგრძე 54, ხოლო სიგანე – 8 მეტრია.
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის სამშენებლო სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიამ 2015 წელს საპროექტო ორგანიზაცია „ედვანსედ მაინინგ ჯგუფი“, მოიწვია. ხიდის დეტალური შესწავლის შემდეგ მომზადდა პროექტი და დაიწყო სამუშაოები. ხიდი ოთხ შუალედურ და ორ სანაპირო ბურჯზე დგას. ბურჯების რეკონსტრუქციისთვის მდინარემდე მისასვლელი გზის გაჭრა გახდა საჭირო, შემდეგ კი მათი აღდგენა დაიწყო, ბურჯები ახალი რკინა-ბეტონის ბადეში მთლიანად მოექცა.
„სამშენებლო სამუშაოებისთვის მდინარის კალაპოტის შეცვლა რამდენჯერმე გახდასაჭირო. თავდაპირველად შუალედური ბურჯების ფუნდამენტი, შემდეგ კი ბურჯის ქვედანახევარი და ბურჯების ზედანაშენი დაბეტონდა. მოეწყო ხიდის სავალი ნაწილის საფარი, ხიდის ორივე მხარეს ძველი მოაჯირები ახლით შეიცვალა, აღდგა ტროტუარებიპანდუსებით. პანდუსები ხიდის მისასვლელებთანაც მოეწყო; ხიდზე არსებულისაკომუნიკაციო ქსელი საფეხმავლო ტროტუარიდან ხიდის ქვეშ გადაიტანეს. სამუშაოებისდასრულების შემდეგ ხიდი ექსპლუატაციაში უკვე შევიდა და დღეს მასზე კომბინატისთანამშრომლების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილდება”, – განაცხადა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელმა შალვა ელიზბარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. არსებული ინფორმაციით, დღემდე მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.