logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში ხიდი აღადგინა
- +

12 აგვისტო. 2018. 15:07

 

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში, გიორგაძის ქუჩის ბოლოს არსებული ხიდი აღადგინა. მისი სიგრძე 54, ხოლო სიგანე – 8 მეტრია.

 

ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის სამშენებლო სამსახურში აცხადებენ, რომ კომპანიამ 2015 წელს საპროექტო ორგანიზაცია „ედვანსედ მაინინგ ჯგუფი“, მოიწვია. ხიდის დეტალური შესწავლის შემდეგ მომზადდა პროექტი და დაიწყო სამუშაოები. ხიდი ოთხ შუალედურ და ორ სანაპირო ბურჯზე დგას. ბურჯების რეკონსტრუქციისთვის მდინარემდე მისასვლელი გზის გაჭრა გახდა საჭირო, შემდეგ კი მათი აღდგენა დაიწყო, ბურჯები ახალი რკინა-ბეტონის ბადეში მთლიანად მოექცა.

 

სამშენებლო სამუშაოებისთვის მდინარის კალაპოტის შეცვლა რამდენჯერმე გახდასაჭიროთავდაპირველად შუალედური ბურჯების ფუნდამენტიშემდეგ კი ბურჯის ქვედანახევარი და ბურჯების ზედანაშენი დაბეტონდამოეწყო ხიდის სავალი ნაწილის საფარიხიდის ორივე მხარეს ძველი მოაჯირები ახლით შეიცვალააღდგა ტროტუარებიპანდუსებითპანდუსები ხიდის მისასვლელებთანაც მოეწყოხიდზე არსებულისაკომუნიკაციო ქსელი საფეხმავლო ტროტუარიდან ხიდის ქვეშ გადაიტანესსამუშაოებისდასრულების შემდეგ ხიდი ექსპლუატაციაში უკვე შევიდა და დღეს მასზე კომბინატისთანამშრომლების გარდაადგილობრივი მოსახლეობა უსაფრთხოდ გადაადგილდება”, – განაცხადა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის სამშენებლო მიმართულების ხელმძღვანელმა შალვა ელიზბარაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. არსებული ინფორმაციით, დღემდე მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.

 

 

 

 

 

 
right_banner right_banner
არქივი
right_banner