logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: NATO-ს დროშების ფრიალით, შესაძლოა, კიდევ დავკარგოთ ტერიტორიები!
- +

10 მაისი. 2016. 16:44


NATO პრიორიტეტი უნდა იყოს მაშინ, როცა მასში გაწევრიანება იქნება რეალობა", -  ამის შესახებ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა.



მისი თქმით, დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშრებით მართებული იყო.



„თამაზ მეჭიაური ლამის ანათემას გადასცეს. ყველას აქვს ინდივიდუალური პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკვაშირებით, მაგრამ ამის გამო პარტიიდან არავინ გაურიცხავთ. მეჭიაურმა რამე განსაკუთრებული თქვა?! იგივე პოზიცია მაქვს მეც, რადგან შესაძლოა, ამ წვრთნებით, NATO-ს დროშების ფრიალით და ტანკების დემონსტრირებით კიდევ დავკარგოთ ტერიტორიები", - განაცხადა მჟავანაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner