logo_geo
eng_logo
დოლიძის ქუჩაზე მოკლული კაცი ბიზნესმენი ლევან სიგუაა
- +

12 აგვისტო. 2018. 17:57

 

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, 11 აგვისტოს მოკლული კაცის ვინაობა ცნობილია. ის ბიზნესმენი ლევან სიგუაა.

 

შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს, მაშინ მოხდა, როცა 42 წლის ლევან სიგუა მანქანიდან გადმოდიოდა.

 

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საქმე სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ამის შესახებ „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

 

უწყების ცნობით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავის გამოსავლენად და დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner