ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხევებში წყლის დონემ იკლო. ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე კაბალზე დილიდან მიმდინარეობს.
„გუშინ, ღამით მდინარე კაბალმა კალაპოტის ერთი მონაკვეთი გაარღვია და დღეს აქაც მუშაობს ტრაქტორი. აღარ წვიმს და სხვა ხევებზე წყლის დონემ საგრძნობლად დაიწია” ,-განუცხადა პირველ არხს ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა
გამოიდარა თუშეთშიც, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა დილიდან თავისუფალია, თუმცა გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ამ დროისათვის მობილიზებულია ექვსი ერთეული მძიმე ტექნიკა,
ახმეტის მერის, სოსო ქარაშვილის თქმით, იმ პერიმეტრზე, სადაც შესაძლებელია კვლავ განმეორდეს ქვა-ღორღის ჩამოცვენა, კონტროლი ხორციელდება.