logo_geo
eng_logo
სირიაში იარაღის საწყობის აფეთქებას 39 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
- +

12 აგვისტო. 2018. 19:16

 

სირიაში, იდლიბის  პროვინციაში იარაღის საწყობი აფეთქდა, რასაც 32 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა.

 

აფეთქებამ ორი შენობის ნგრევა გამოიწვია. მსხვერპლის რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ, რადგან ათობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

 

უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. აფეთქებას ხანძარიც მოჰყვა.

 

მედიის ინფორმაციით, საწყობი საცხოვრებელ კორპუსში იყო განთავსებული.

 

დაღუპულთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვები არიან.

 

იდლიბის პროვინციაში ოფიციალურად 2.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მათი ნახევარი ომის გამო სხვა რეგიონებს აფარებს თავს.

 

სირიის ომში,  2011 წლიდან ამ დრომდე 350 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული, მილიონობით სირიელი კი, დევნილად იქცა.

 

იდლიბი ყველაზე დიდი პროვინციაა, რომელიც ამ დრომდე, მეამბოხეთა კონტროლს ექვემდებარება.

 

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის თქმით, იდლიბი მისი მხარდამჭერი ძალების მთავარი სამიზნეა. სამთავრობო ძალები იდლიბს რამდენიმე დღის წინ დაესხნენ თავს, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner