logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: „ქართული ოცნება“ არის მთავარი პროდასავლური პოლიტიკური პარტია!
- +

23 თებერვალი. 2016. 22:53


განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე პოლიტიკოსთა ნაწილის განცხდებებს იმის შესახებ, რომ კოალიციაში შემავალი პარტიების ნაწილი დასავლურ ღირებულებებს ემიჯნება, სოციალურ ქსელში ეხმიანება:



„რას ნიშნავს პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტია?

 

ჩვენ ხომ გავიარეთ ის პერიოდი, რომ პროდასავლურობაზე ექსკლუზივის მქონე ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია "იყო" ნაციონალური მოძრაობა? რას ნიშნავს, რომ თავისუფალი დემოკრატების კოალიციის დატოვების შემდეგ ერთადერთი პროდასავლური პარტია რესპუბლიკური პარტია დარჩა კოალიციაში? რა, ქართული ოცნება არ არის პროდასავლური? ევროპის სოც. პარტიის ხელმძღვანელის სერგეი სტანიშევის ვიზიტი და მისი განცხადებები, რომ ქართული ოცნება არის მათი დიდი ევროპული ოჯახის წევრი და ისინი მაქსიმალურად დაუჭერენ მხარს ქართულ ოცნებას ეს არ ნიშნავს არაფერს?

 

ქართული ოცნების გუნდიდან საქართველოს პირველი პრემიერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და ქმედებები არ ნიშნავს არაფერს? მეორე პრემიერის ბატონი ირაკლი ღარიბანშვილის ქმედებები ასოცირების ხელშეკრულება და ვიზალიბერალიზაცია არ ნიშნავს არაფერს? მოქმედი პრემიერის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ქმედებები არ არის საკმარისი?

 

რომელიმე მათგანი იყო ან რესპუბლიკური პარტიიდან ან თავისუფალი დემოკრატებიდან?

 

 

კარგად გაითავისეთ, რესპუბლიკური პარტია, ისევე როგორც თავისუფალი დემოკრატები და .. ყველა კოალიციაში შემავალი სუუბიექტი იზიარებს იმ საერთო ფასეულობას და ღირებულებას, რომელსაც ქმნიდა პირველი თავმჯდომარე ქართული ოცნების ბტონი ბიძინა ივანიშვილი, მეორე თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ღარიაბშვილი და ეხლა უკვე ბატონი გიორგი გვირიკაშვილი.

 

დღეს პარტია ქართული ოცნება არის მთავარი პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტია, რომელიც არის ევროპული ერთიანი სოციალისტური ოჯახის წევრი."- აღნიშნავს აბესაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner