უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
„ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებისთვის მოიწვია და უახლოეს ხანებში, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება", - განაცხადა იმერლიშვილმა.