ავტორი მერაბ ხაჩიძე
ბასიანის მოსკოვური "ვიზიტი" გიკვირთ!
ომბუდსმენი რომ სქესის შეცვლის მომხრეა, გიკვირთ!
ერთკაციან, ორას პარტიას, პარტია რატომ ქვია, გიკვირთ!
ნაცები რატომ გულაობენ გიკვირთ!
შალიკო-ბაქრაძე-ვაშაძეს და სხვებსაც რომ სერიოზულად უნდათ პრეზიდენტობა, გიკვირთ!
საქართველოში ყველაფერი "ევროპულის" პროპაგანდას რომ რუსეთის გრუ ჩალიჩობს, გიკვირთ!
"გირჩის" პარტიული სექტანტები რომ ჯარში წასვლაზე უარს ამბობენ, გიკვირთ!
თბილისი რომ ქალაქს აღარ გავს, გიკვირთ!
ქვეყნის ყველა რესურსი რომ რუსეთის ხელში ყოფილა თურმე, გიკვირთ!
კოჰაბიტაცია გიკვირთ!
NATO-ს " ღია" კარში რატომ ვერ შევდივართ, გიკვირთ!
ყველა მოთრეულს აქაურობა საკუთარი მიწა-წყალი რატომ გონია, გიკვირთ!
ჩვენი შვილები რომ თორმეტი წელი სკოლაში დადიოდნენ და წერა-კითხვა არ იციან, გიკვირთ!
ღმერთის და ეკლესიის მაგინებლებს ქრისტიანებს გეძახიან და გიკვირთ!
ყველაფრით გაკვირვებულებს, ძაღლადაც რომ არავინ გვაგდებს შინ თუ გარეთ, ესეც კი გიკვირთ!
რავა ყველაფერი გიკვირთ?!