logo_geo
eng_logo
საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ
- +

13 აგვისტო. 2018. 10:36

 

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ. დაახლოებით 400 ადამიანი და ათეულობით ტექნიკა უკვე 16 საათია ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, თუმცა ამ დრომდე სპეციალური სამსახურები სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევას ვერ ახერხებენ.

 

საბერძნეთის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, 500-მდე ადამიანია ევაკუირებული.

 

ხანძარი გუშინ დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა კოსტას ბაკოიანისმა დირფიონ-მესაპიონის მუნიციპალიტეტში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი მუდმივ ინფორმაციას იღებს განვითარებულ მოვლენებზე. სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, კრიზისულ სიტუაციებთან ბრძოლის საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს საბერძნეთში ტყის ხანძრების შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner