logo_geo
eng_logo
შსს-ს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად ესპანეთში ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტები“ დააკავეს
- +

13 აგვისტო. 2018. 11:53

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ესპანეთში დაკავებული ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტების" შესახებ ისაუბრა.

 

ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის წინ ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაციის - „კუში 3“-ის შედეგად დაკავებულია 2 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი.

 

ესპანეთის ქალაქ მარბეიაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტია“: 1978 წელს დაბადებული დ.ქ. (იგივე ი.ფ.) და 1989 წელს დაბადებული ლ.ბ. ( მეტსახელად „ჭია“).

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად იყვნენ ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე, 390-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დოკუმენტების გაყალბებას, კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და მკვლელობის მცდელობის მიზნით შეთქმულებას გულისხმობს.  დაკავებული ქართველები ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner