აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას ეწვევა. ობამა აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ამ ქალაქს 1945 წლის დაბომბვის შემდეგ ესტუმრება.
აშშ-ის პრეზიდენტი ჰიროსიმაში იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან ჩავა, შემდეგ კი ვიეტნამს ეწვევა.
თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ ამ ვიზიტით ობამა „ხაზს გაუსვამს ბირთვული იარაღის არმქონე, მშვიდი და უსაფრთხო მსოფლიოს იდეისადმი ერთგულებას".