logo_geo
eng_logo
იან ჰამაჩეკი: ჩეხეთი ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია
- +

10 მაისი. 2016. 17:41


„ჩეხეთი ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია", - ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.



მისი თქმით, საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა, რაც პროცესის წარმატებით დასრულების წინაპირობაა.



საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა, საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, სამომავლო პარტნიორობას და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებს შეეხო. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას.



საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩეხეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner