logo_geo
eng_logo
ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- +

13 აგვისტო. 2018. 15:14

 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

„სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 11 აგვისტოს ცხელ კვალზე დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, ღამის საათებში, ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში, გ.მ-მ შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ჩხუბის დროს პ.მ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხოლო ს.პ.-ს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის მიზნით, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც პ.მ. და ს.პ. ადგილზე გარდაიცვალნენ.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. გ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner