logo_geo
eng_logo
ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ლარის კურსის ცვლილებას დროებითს უწოდებს და გარე ფაქტორებით ხსნის
- +

13 აგვისტო. 2018. 18:47

 

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ლარის კურსის ცვლილებას  დროებითს უწოდებს და  გარე ფაქტორებით ხსნის:

 

„საქართველო იმდენად მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყანაა, რომ ეგზოგენური ფაქტორები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზე. თურქეთზე და რუსეთზე მოდის ჩვენი საგარეო ვაჭრობის ბრუნვის  მეოთხედი. ბუნებრივია ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. იაფდება იმპორტირებული პროდუქცია და საფრთხე ექმნება ექსპორტს და ტრანზაქციების მოცულობა მცირდება. თუმცა, მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საფრთხეები მინიმუმამდე შემცირდეს. ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი მზარდია, ჩვენი ეროვნული ბანკის რეზერვები სოლიდურია და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სულ იზრდებოდა მარაგი, ანუ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს“, - აცხადება სოსო არჩვაძე.

 

მისი თქმით,  ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი მზარდია, ეროვნული ბანკის რეზერვები სოლიდური, ინფლაციის მაჩვენებელი კი დაბალი. მისივე თქმით,  ჩვენ შეცვლად გარემოებებს უნდა ავუწყოთ ფეხი და ექსპორტის ბაზარზე ნიშა შევინარჩუნოთ.

 

„ყველაზე ცუდია პანიკა და არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რაც კურსის ცვალებადობაზე უარყოფითად მოქმედებს და ამას  გონიერება და პროფესიული ხედვა უნდა დავუპირისპიროთ. რაც შეეხება ინფლაციას, 2018 წლის თებერვლის შემდეგ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ინფლაცია საერთოდ არ დაფიქსირებულა. ფასების საერთო დონის ზრდას ადგილი არ ჰქონია. ევსი თვეა ფასების სტაბილურობას ვინარჩუნებთ და ზოგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მათ შემცირებას“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner