logo_geo
eng_logo
გიორგი ვაშაძე ამომრჩევლისგან 5-5 ლარის შეგროვებას აპირებს
- +

10 მაისი. 2016. 18:39


„ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე ამომრჩევლისგან 5-5 ლარის შეგროვებას აპირებს. ამის შესახებ ვაშაძემ ვერსიის" ჟურნალისტის ვანო პავლიაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


პავლიაშვილის კითხვაზე ვინ გაფინანსებთ? ისე, მითხრეს, ვაშაძე აპირებს, ამ კუთხითაც ახალი მოდელი დანერგოს და მხარდამჭერებისგან 5­5 ლარი შეაგროვოსო..." - ვაშაძე პასუხობს:



დიახ, ეს სრულიად ახალი მოდელია. მეორე, რა პარადიგმის დარღვევასაც ვაპირებ, ისაა, რომ არჩევნებში მილიონები არ უნდა იხარჯებოდეს და მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ ის, ვინც არჩევნებში მილიონებს ხარჯავს, ამას იმიტომ აკეთებს, რათა ათჯერ მეტი ჯიბეში ჩაიდოს. ამიტომ, პროექტებისთვის მინიმალურ ბიუჯეტებს შევქმნით... სხვათაშორის, ძალიან ბევრი ადამიანი შემომეხმიანა, რით შემიძლია ჩავერთოო. დღეს საქართველოში არის ხალხი, ვისაც იმისთვის, რისიც სჯერა, რამდენიმე ლარის გაღება შეუძლია. ისე, ამ სისტემას უკრაინაში რეფორმების დასაფინანსებლად ვიყენებთ და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ეკონომიკა, ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოზე დაბალია, მუშაობს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner