საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის სპიკერ დავით უსუფაშვილსა და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვდა.
საუბარი, სავარაუდოდ, წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებულ საკითხს შეეხებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ განხილულ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გიორგი მარგველაშვილი განცხადებას თავად გააკეთებს.