logo_geo
eng_logo
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებთან
- +

24 თებერვალი. 2016. 00:08


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძესთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა. შეხვედრა მიმდინარე მოვლენებთან და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით შედგა.


მოსამართლეებმა პრეტენზიები გამოთქვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მისამართით და მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. არაეფექტური მენეჯმენტი, საქმეთა განაწილების პრინციპის დარღვევა, საქმეთა დიდი ნაკადი, მოსამართლეთა რიცხვის სიმცირე - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც მოსამართლეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს.



მოსამართლეებმა ნინო გვენეტაძისგან მიიღეს დაპირება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საოლქო სასამართლოების კოლეგიების წარმომადგენლებთან სამომავლოდ შეხვედრებს გამართავს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრებს. პრობლემები, რომლებზეც მოსამართლეებმა დღეს ისაუბრეს, თითოეული კოლეგიის მოსამართლეებთან განიხილება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner