„სად ზურაბ ადეიშვილი და სად - „ნაცმოძრაობის" მართვა?!" - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე „ვერსიის" ჟურნალისტ ვანო პავლიაშვილთან საუბრისას.
„მიუხედავად იმისა, რომ წარსულზე, როგორც ამბობთ, „ჩაციკვლას" არ აპირებთ, რამდენიმე წუთით მაინც წარსულში უნდა დაგაბრუნოთ: საჯარო ასპარეზზე გამოჩენის დღიდან ზურაბ ადეიშვილთან ასოცირდებით..." - პავლიაშვილის შეკითხვას გიორგი ვაშაძე პასუხობს:
„იუსტიციის სამინისტროში მუშაობა კონკურსით დავიწყე და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარეც მანამ გავხდი, ვიდრე ადეიშვილს გავიცნობდი. მერე გავიცანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გადავედი და ამის შემდეგ იუსტიციის სახლის პროექტი გავაკეთეთ.
ზურაბ ადეიშვილმა საჯაროდაც განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს! ადეიშვილი იყო და თქვა კიდეც, ქართულ პოლიტიკაში ვიყავი, დავამთავრეო და მორჩა!"
-ერთია, პოლიტიკოსები საჯაროდ რას ამბობენ და მეორე - ამ განცხადებების მიღმა რეალურად რა ხდება!
„იმას გეუბნებით, რაც რეალობაა. სად ზურაბ ადეიშვილი და სად - „ნაცმოძრაობის" მართვა?!"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.