logo_geo
eng_logo
ვისი ნომერი აძებნინა ნოდარ დუმბაძემ მდივანს მთელი დღე?!
- +

10 მაისი. 2016. 19:30

 

ნოდარ დუმბაძემ მდივანი გოგო დაიბარა კონსტანტინე გამსახურდიასთან გასაგზავნად, რომელიც იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში. მდივანმა სასტიკი უარი უთხრა - მეარშიყება, ეგ ბერიკაციო.
-რა მოხდა, მერეო, - უპასუხა ნოდარმა, - გოეთე 80 წლის იყო და 18 წლის შეყვარებული ჰყავდაო. მდივანი სულ მთლად აღშფოთდა ამ ამბავზე და კაბინეტიდან გასვლისას - გავიგებ მაგ გოეთეს ტელეფონს, დავურეკავ და კარგად გამოვლანძღავ, გოგონებს ტვინს რომ ურევსო.
ნოდარმა
მიაძახა - ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნებაო.
დიდი ხნის ძებნის შემდეგ, შეწუხებულმა გოგომ - ბატონო ნოდარ, აქ მხოლოდ გოთუები არიან და გოეთეებს ვერსად მივაგენიო.
-ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, ეტყობა, არ აღირსეს ტელეფონიო, - სიცილით უპასუხია ნოდარ დუმბაძეს. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner