logo_geo
eng_logo
გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
- +

14 აგვისტო. 2018. 20:23

 

 

გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 13, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი.

 

ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე ადამიანები არიან მოყოლილი.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები  ხიდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზებზეც საუბრობენ. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, დანილო ტონინელის განცხადებით, ხიდის ჩამონგრევა ექსპლუატაციის ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner