ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
დღეს ქალბატონ ჯულიეტას საიუბილეო თარიღი აქვს.
ქართული ტელევიზიის ლეგენდა!
უნიჭიერესი, ულამაზესი, ფანტასტურად შრომისმოყვარე, პროფესიული და პასუხისმგებლობის გრძნობით უხვად დაჯილდოვებული, საქმისა და მეგობრების გვერდით ნებისმიერ დროს უღალატოდ მდგარი.
მზრუნველი შვილი დედისა და ნაღდი ოჯახის დედაბოძი.
როცა ასეთი ადამიანებით სავსე კოლექტივში მუშაობ, ნებისმიერ სიძნელეს გადალახავ, ნებისმიერ სიმაღლეს აიღებ, ნებისმიერი რთული ვითარებიდან ღირსეულად გამოხვალ.
იდღეგრძელე ჩემო ძვირფასო ქალბატონო! მიყვარდი, მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები ჩემო უერთგულესო და უსაყვარლესო მეგობარო!