logo_geo
eng_logo
სოფელ სათერძეს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
- +

15 აგვისტო. 2018. 01:40

 

საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, 2017-2018 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ სათერძეს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად, არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესია ზედმეტი მიწისგან გაიწმინდა, გადალაგდა მორყეული საპირე წყობა და სხვა საჭირო სამუშაოები შესრულდა.

 

ამასთან, ინტერიერი სუფთად თლილი კირქვის პლასტირებით მოეწყო, კონქი და კამარა კი, სუფთად თლილი ქვიშაქვით. გარდა ამისა, სახურავის ქვეშ ხის კონსტრუქცია გაკეთდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner