logo_geo
eng_logo
გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
- +

15 აგვისტო. 2018. 03:52

 

გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. დაშავებულია სულ მცირე 13, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 20 ადამიანი.

 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიის ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ამ დრომდე ადამიანები არიან მოყოლილი.

 

ხელისუფლების წარმომადგენლები ხიდის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზებზეც საუბრობენ. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის, დანილო ტონინელის განცხადებით, ხიდის ჩამონგრევა ექსპლუატაციის ნორმების დარღვევამ გამოიწვია.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner