logo_geo
eng_logo
ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში კარიერა შეაჩერა
- +

15 აგვისტო. 2018. 03:43

 

 

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ეროვნულ გუნდში გამოსვლა შეაჩერა, – ამტკიცებს TNT Sports-ის ჟურნალისტი ერნან კასტილიო.

 

ამასთან, “ბარსელონას” ფორვარდს არ მიუღია საერთაშორისო კარიერის დასრულების გადაწვეტილება.

 

„მესი არ ითამაშებს წელს არგენტინის ნაკრებში, მას არ დაუსრულებია საერთაშორისო კარიერა, მაგრამ არ გამოიძახებენ უახლოეს მატჩებში. მოგვიანებით გავიგებთ, როდის დაბრუნდება მოედანზე“, – დაწერა კასტილიომ.

 

არგენტინის ნაკრების უახლოესი მატჩებია – 7 სექტემბერს გვატემალას წინააღმდეგ და 11 სექტემბერს – კოლუმბიის წინააღმდეგ. ორივე შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner